ჩვენ შესახებ

მალანი წარმოადგენს ბუტიკის ტიპის, ოჯახურ მეღვინეობა-მევენახეობას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მდებარეობს.  აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, სოფელი ბახვის სახელწოდება დაკავშირებულია ბერძნული მითოლოგიის ღმერთ ბახუსთან. დიონისე, ან მეორენაირად ბახუსი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ყურძნის და ღვინის ღმერთია. შუა საუკუნეებში, ბახვის ზონა ცნობილი იყო მისი ვენახებით და ღვინის კულტურით. მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში ამერიკიდან შემთხვევით შემოტანილმა ფესვის ტკიპამ ფილოქსერამ გაანადგურა ევროპის, მათ შორის საქართველოს ვენახებიც. მიუხედავად მე-20 საუკუნეში გატარებული ღონისძიებებისა ამჟამად ბახვის ზონაში მხოლოდ 20-30 ჰექტრამდე ვენახია. კლიმატი ამ მხარეში საკმაოდ ხელსაყრელია ვენახისთვის. მთების ძირში, ზღვის დონიდან 200-300 მეტრზე მდებარე სოფელ ბახვში ზღვის და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. ადგილობრივი მევენახეების დაუღალავმა და პროფესიულმა მიდგომამ სოფელ ბახვში, ცხადჰყო, რომ ვენახები წარმატებით უძლებენ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ წელების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი მიზანია, აღნიშნულ ზონაში ვაზის ისტორიული ჯიშების აღდგენა, ამავდროულად ჩვენი მეღვინეობა აღჭურვილია როგორც ქვევრებით, ასევე ღვინის წარმოების თანამედროვე დანადგარებით. გარდა ადგილობრივი მოსავლისა, ყურძენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ვაგროვებთ და ტრანსპორტირების შესაბამისი მეთოდების დაცვით მოგვაქვს სოფელ ბახვში. ამჟამად „მალანი“-ს წარმადობა 15-20 ათასი ბოთლია, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ წარმადობის 50 ათას ბოთლამდე გაზრდას. ერთი რამ ნათელია ჩვენ ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ ჩვენი სოფლის, ბახვის ვენახებს. გვჯერა, რომ ადგილობრივ ჯიშზე, კერძოდ კი ჩხავერზე ორიენტირებით, ჩვენს ღვინოში აისახება ჩვენი სოფლის უმნიშვნელოვანესი თავისებურებანი.

ისტორია

მალანი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის სოფელ ბახვში მდებარეობს. ამ არეში ვაზის მოშენება და ღვინის დაყენება ანტიკური დროიდან იწყება. არსებობს ბევრი ისტორიული ფაქტი კოლხეთის სამეფოს ღვინის ხარისხის შესახებ. საერთაშორისოდ, კოლხეთი ცნობილია თავისი მნიშვნელობით ბერძნულ მითოლოგიაში. აქედან აღსანიშნავია, როგორც ოქროს საწმისის და მედეას ქვეყანა, რომელსაც არგონავტები ესტუმრნენ. იგი აღწერილია, როგორც ღვინით, ოქროთი, რკინით, ხე-ტყით და თაფლით მდიდარი ქვეყანა, რომელიც თავისი რესურსების ექსპორტს ძირითადად ანტიკურ საბერძნეთში აწარმოებდა. ქართული მევენახეობის ფესვები არქეოლოგიურად იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც სამხრეთ კავკასიის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ ველური ვაზის წვენი ღვინოდ გადაიქცევა როდესაც ღრმა ორმოში გამოიზამთრებს. ეს ცოდნა გამყარებულია გამოცდილებით,  ჩვ. წ.აღ.მდე. 6000 წლის წინ მცხოვრები ქართველები აშენებდნენ ვაზს და მიწაში მარხავდნენ თიხის ჭურჭელს - ქვევრს, რომელშიც ინახავდნენ ღვინოს. ქვევრს დადუღების შემდგომ ღვინით გადაავსებდნენ და ხისროგოს აფარებდნენ, შემდგომ კი თიქნარი მიწით გოზავდნენ. ასე დამარხული ქვევრის ღვინო ზოგ შემთხვევაში 50 წელსაც ძლებს. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

პროდუქცია

გალერეა

კონტაქტი

შპს. მალანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბახვი

577 77 40 29

malaniwine@gmail.com

Submitting Form...

The server encountered an error.

Form received.

LOCATED IN THE VILLAGE OF BAKHVI, GURIA, SOUTH-WEST GEORGIA

All content © Malani Ltd. All rights reserved.